ჭიათურაში საბაგირო გზის ობიექტზე მუშის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
გარდაცვლილი 27 წლის ირაკლი შამათავაა.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე აცხადებს, შამათავა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
“ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე მშენებარე საბაგირო გზის ობიექტზე 27 წლის ირაკლი შამათავა გარდაიცვალა, მან სამუშაოს შესრულებისას მიიღო ელექტროტრავმა და უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაყვანილი იქნა ჭიათურის “ჯეო ჰოსპიტალში”, სადაც იგი გარდაიცვალა”, – განაცხადა გივი მოდებაძემ “2020NEWS-თან”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემების და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი სოლუშენი” ახორციელებს.
რეზონანსი

