უბედური შემთხვევა ჭიათურაში – საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

