ბარსელონას გერმანელმა გოლკიპერმა მარკ ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ იყო პერიოდი, როდესაც ის ბარსელონადან წასვლაზე ფიქრობდა. ტერ შტეგენის თქმით, კლაუდიო ბრავოს ბარსელონაში ყოფნა მისთვის პრობლემა იყო და მას არ აკმაყოფილებდა თავისი მდგომარეობა გუნდში:
”ბრავო შესანიშნავი მეკარეა და კარგი ადამიანი, მაგრამ მის გამო ხშირად სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და წასვლაზეც კი ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ ბარსელონას პირველი ნომერი გავხდი და მას შემდეგ უკვე თავს კარგად ვგრძნობ”–განაცხადა ტერ შტეგენმა.

