ახალგაზრდა მუსიკოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა.
ქართველი მუსიკოსი, ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი იყო.
2015 წელს ბაბის სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.
თამარ ბაბილუამ რეკორდის დამყარება 2014 წელს გადაწყვიტა, თუმცა 2015 წელს მას მე–3 სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და მიზნის განხორციელება ვერ შეძლო.