თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო “გუცას” სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ/მ ფართობი. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

