თბილისში 2 წლის ნინა ჩაკეტილი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

თბილისში 2 წლის ნინა ჩაკეტილი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანესბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ავტომანაქანაში 2 წლის გოგონა  ჩაიკეტა.

მშობლები მის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ, რისთვისაც საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც „პრაიმთაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მეხანძრე- მაშველები  ადგილზე მალევე მივიდნენ და 2 წლის  ნინა უვნებლად გამოიყვანეს.