თბილისში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლათბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 30 მ² ფართობი.