თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. დამწვარია ავტომანქანის წინა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

