თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლთან, ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა

თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლთან, ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახათბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.