ზუგდიდი-ჯვარის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა, შორენა ქალდანი. ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დედა-შვილი სვანეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
მასალაში გამოყენებულია ეურონიუსის ფოტო
ეწერში თენგიზ ნაზღაიძე დაიღუპა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლადო ბედუკაძე ცემა

