საზარელი ავარია თიანეთში – შემთხვევის შედეგად, 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი გარდაიცვალა.
შემთხვევა ხევსურეთსოფელში იმ დროს მოხდა, როდესაც მათურელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და გზად გაჩერებულ ავტომობილს ამოწმებდა.
ამ დროს ახალგაზრდა პოლიციელს დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი დაეჯახა, სამართალდამცავი ადგილზე გარდაიცვალა.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ის ადგილზე დააკავეს.
დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს

