მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ უარი თქვა 6 როლზე, რომელიც შემდეგ რიჩარდ გირმა ითამაშა. მათ შორის იყო როლი ლამაზმანში. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
„ჩვენ, თუ სწორად მახსოვს, 6 ფილმი გვაქვს ისეთი, რომელშიც მან ითამაშა, მე კი უარი ვთქვი. მათი ჩამოთვლაც შემიძლია – „მკის დღეები“, „ამერიკელი ჟიგოლო“, „ოფიცერი და ჯენტლმენი“, „ლამაზმანი“ საერთოდაც ჩემთვის დაიწერა, მაგრამ ჩემმა მენეჯერებმა უარი მითხრეს მასში მონაწილეობაზე. იყო მიუზიკლი „ჩიკაგოც“ და კიდევ, რაღაც, ახლა ვერ ვიხსენებ“, – აცხადებს ტრავოლტა.
პრაიმ ტაიმი