წავკისი-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპული არიან 18, 20 და 23 წლის ბიჭები.
გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა მართვის მოწმობის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
გარდაცვლილები არიან გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი. ისინი “ემიგრანტების ლაზათის” ჯგუფის წევრები იყვნენ.
“გიო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს?!
“ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს შოთო სიხარულიძეს “ემიგრანტების ლაზათის ჯგუფის წევრის” გიორგი იაშაღაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ავარიის თვითმხილველები აცხადებენ, რომ მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.
ამბები