უკრაინა, ეგზიტპოლი – 1.ზელენსკი – 30,4%, 2.პოროშენკო – 17,8%, 3.ტიმოშენკო – 14,2%

უკრაინა, ეგზიტპოლი - 1.ზელენსკი - 30,4%, 2.პოროშენკო - 17,8%, 3.ტიმოშენკო - 14,2%ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ეგზიტპოლის შედეგებით, პეტრო პოროშენკოს 17,8% აქვს, ვლადიმერ ზელენსკის – 30,4%, იულია ტიმოშენკოს კი 14,2%. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება.

უკრაინაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისის დროით კი 21:00 საათზე დაიხურა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება. უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 35 კაცია და 4 ქალი.