თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც 2019 წლის იანვარში სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა.
მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილზე იმყოფება, სადაც ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
იმედინიუსი

