ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე ფლორენციის საავადმყოფოში, ცოცხალი იპოვეს. “პრაიმტაიმს” ინფორმაცია ანრი ლომიძის მეგობარმა დაუდასტურა. რატომ მოხვდა ვენაში მყოფი სტუდენტი იტალიის საავადმყოფოში, დეტალები უცნობია მეგობრებისთვის.
ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი სტუდენტი იტალიაში მცხოვრებ დედასთან მიდიოდა, დაკარგული შვილის მოსაძებნად კი ქალბატონი იტალიიდან ავსტრიაში ჩავიდა. “პრაიმტაიმს” ანრის მეგობარმა უთხრა, რომ ახალგაზრდა დედასთან იტალიაში მიდიოდა, გზაში ცუდად გახდა და ფლორენციის კლინიკაში მოხვდა.
ავსტრიაში საქართველოს საკონსულო ადასტურებს დაკარგული სტუდენტის პოვნას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ამჟამად იმყოფება იტალიაში.
ვენაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე კვირას გაუჩინარდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა.
მეგობრების თქმით, მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
პრაიმ ტაიმი
ვენაში ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე დაიკარგა – მას მე-4 დღეა, ეძებენ