ვინიციუს ჯუნიორი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს

ვინიციუს ჯუნიორი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახესმადრიდის რეალის ახალი ვარსკვლავი ვინიციუს ჯუნიორი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. ეს ვინიციუსის დებიუტი იქნება ეროვნულ გუნდში და მან ყურადღება რეალში ჩატარებული კარგი შეხვედრებით მიიპყრო.

განსაკუთრებით ბარსელონასთან მატჩია აღსანიშნავი, სადაც ვინიციუსმა ბარსელონას დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნა. ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩსს 23 მარტს გამართავს პანამის წინააღმდეგ და ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმო, მათ შორის მოხვდა ვინიციუსი, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლის არის.