ზელენსკი – “სააკაშვილს უფლება აქვს, უკრაინაში ყველაზე მაღალი თანამდებობა დაიკავოს”

ზელენსკი - "სააკაშვილს უფლება აქვს, უკრაინაში ყველაზე მაღალი თანამდებობა დაიკავოს"უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა სოციოლოგიური კვლევების ლიდერმა კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და ის უნდა დაუბრუნონ.

„მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკე. ის გამოცდილი და მსოფლიოში პატივცემული პოლიტიკოსია. ის ბევრს აკეთებს უკრაინაში დემოკრატიის დამყარებისთვის და იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამაზე მისი ყველა მოქმედება მეტყველებს. სააკაშვილის გამოცდილება ნებისმიერ პრეზიდენტს დასჭირდება. მიხეილს უფლება აქვს ქვეყანაში ყველაზე მაღალი თანამდებობები დაიკავოს,” – აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი.

ნიუპოსტი