ზინედინ ზიდანი რეალში დაბრუნდა და სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. ზიდანმა უკვე გააკეთა რამდენიმე განცხადება და თქვა, რომ ის რეალში რამდენიმე სერიოზულ ტრანსფერს გეგმავს:
”გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და ჩვენ ისევ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ აუცილებელია ახალი სისხლი და ზაფხულში რეალი სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს. კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ დავასახელებ”–განაცხადა ზიდანმა.
რეალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სავარაუდოდ ედენ აზარი იქნება.

