პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.
“ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზხე გაზიარდა დონალდ ტრამპის განცხადება სადაც ის ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.