ავარია გორის რაიონში – მძიმედ დაშავდა 5 არასრულწლოვანი

ავარია გორის რაიონში - მძიმედ დაშავდა 5 არასრულწლოვანიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში. „ნიუპოსტის კორესპონდნეტის ცნობით, შინდისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 5 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპოლუატაციის წესის დარღვავას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მძიმე დაზიანება გამოიწვია.