ავარია ორთაჭალაში – 2 ადამიანი დაიღუპა

ავარია ორთაჭალაში - 2 ადამიანი დაიღუპაგუშინ საღამოს, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. დაშავებულია ორი ადამიანი.

დაშავებულები 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.