ყირგიზეთში ტურისტებით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინციდენტი 2018 წლის 9 ივლისს, მყინვარზე მოხდა, თუმცა კატასტროფის ამსახველი ვიდეო, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ვერტმფრენს ტურისტები მყინვარზე მდებარე ბანაკზე მიჰყავდა, როდესაც პილოტმა კონტროლი დაკარგა.
ერთ-ერთ ტურისტს, გერმანიის მოქალაქე დევიდს, თავზე სამოყვარულო კამერა ჰქონდა დამაგრებული, რომლითაც მთლიანი ინციდენტი გადაიღო.
ავიაკატასტროფის შედეგად მძიმედ დაშავდა 4 ტურისტი, ექვს კი სხეულის შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღმოაჩნდათ. ერთ-ერთი დაშავებული წელს ქვემოთ მოწყდა.
ვერტმფრენში გერმანელი, პოლონელი, იაპონელი ტურისტები და სამხედრო პერსონალი იმყოფებოდნენ.
პრაიმ ტაიმი