ხანძარი ბათუმში – ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩის პირველ ნომერში, ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა. ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია ორსართულიანი სახლის სახურავის 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.
სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდირება უკვე შეძლეს.
დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.
„დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები“-ამბობენ მერიაში.
„ბათუმელების“ კითხვაზე, აღდგენა თუ არა სახლი თავდაპირველ მდგომარეობაში, მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ მერია ამ ეტაპზე დაზარალებული ოჯახების დახმარებით არის დაკავებული და შემდეგ სახლის რეაბილიტაციის საკითხზეც დაიწყება მუშაობა.

