დევიდ ბექჰემმა სოლსკიაერი შეაქო

დევიდ ბექჰემმა სოლსკიაერი შეაქომანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ დევიდ ბექჰემმა თავის ყოფილ თანაგუნდელზე ოლე გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა და თქვა, რომ ოლემ სამწლიანი კონტრაქტი დაიმსახურა. ბექჰემის აზრით სწორედ სოლსკიაერის მსგავსი მწვრთნელი სჭირდება მანჩესტერს:

”მე ვუყურებ გუნდის თამაშებს და პროგრესი აშკარაა, ამიტომ მიხარია რომ სოლსკიაერმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მას კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”–განაცხადა დევიდ ბექჰემმა.