ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა

ემილიანო სალას მამა გარდაიცვალატრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ემილიანო სალას ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. ემილიანოს მამა, ჰორაციო სალა გულის შეტევით გარდაიცვალა. შვილის დაღუპვის შემდეგ ჰორაციოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და როგორც ჩანს მისმა გულმა დარდს ვერ გაუძლო.

შეგახსენებთ რომ ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და სალას ცხედარი 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.