თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსიკის” კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სასამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება კლინიკის მედპერსონალისგან შევიდა. მათ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც მხოლოდ ექიმები და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ გაზის სუნი იგრძნეს. ევაკუაცია არ შეხებია პაციენტებს.
ადგილზე მივიდა როგორც სამაშველო, ასევე ქიმიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების პრევენციის ჯგუფი. სპეციალისტები ამ დროისთვის მუშაობას უკვე ასრულებენ. მათი ინფორმაციით ადგილზე საფრთხე არ აღმოჩნდა.
სივაისჯი

