მადრიდის რეალი ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. ზიდანი რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს და რამდენიმე მოთამაშე ასევე დატოვებს მადრიდულ გუნდს. ესენი სავარაუდოდ რაფაელ ვარანი და გარეტ ბეილი იქნებიან.
ვარანმა თვითონ სთხოვა რეალს გაშვება, ხოლო რაც შეეხება ბეილს, ყველასთვის ცნობილია, რომ მას ზიდანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ბეილი სავარაუდოდ ინგლისში დაბრუნდება, სადაც მას რამდენიმე კლუბი ეპატიჟება.

