იქნება თუ არა ღარიბაშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში – კობახიძის განმარტება

იქნება თუ არა ღარიბაშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში - კობახიძის განმარტებაირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ოცნებისთვის“ ახალი კადრების მოძიებაში მთელი პოლიტსაბჭო, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც არის ჩრთული.

„დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ამასთან ერთად, განახლებაც მნიშვნელოვანია, რამდენად მასშტაბური იქნება, ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც განხორციელდება. სია ჯერ არ არის შედგენილი და არც მუშაობა დაიწყება. ამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება”, – ამბობს კობახიძე და აქვე, სიაში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მოხვედრაზეც გააკეთ აქცენტი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული:

„იქნება თუ არა პირველ ათეულში, ეს თვითონ ირაკლიზეც არის დამოკიდებული, როგორი ხედვა აქვს პოლიტიკაში, როგორ, რა მიმართულებით ესახება თავისი პოლიტიკური მომავალი. ამაზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო გვაქვს შემდეგი წელიწადნახევარი და, რა თქმა უნდა, ირაკლისთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით.“