იტალიის პარლამენტმა თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა

იტალიის პარლამენტმა თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი აღიარაიტალიის პარლამენტმა თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა. მიღებული რეზოლუციით საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის თითქმის 400-მა  დეპუტატმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს.

შესაბამის დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 43-მა დეპუტატმა  თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი არც ერთი მათგანი არ გამოსულა.

რამდენიმე დღით ადრე  იტალიელი კანონმდებლების მიერ ინიცირებული რეზოლუციის გამო მწუხარება გამოთქვა ოფიციალურმა ანკარამ. ამისთვის თურქეთის საგარეო უწყებაში იტალიის ელჩიც დაიბარეს.

თურქეთის ხელისუფლება 1915-16 წლებში 500 ათასამდე ეთნიკურად სომეხის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გენოციდის აღიარებაზე უარს ამბობს.

რუსთავი 2