მაშველებმა მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვესმეხანძრე-მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასიდან მეორე მუშის, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

“ველოდებით, რომ იპოვონ ე.ვ. გარეთ დგანან მეუღლე და 17 წლის შვილი და რამოდენიმე მუშა”