მეტროსადგურ გოცირიძესთან, ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს.
რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტროსადგურებმა ცოტა ხნის წინ მუშაობა შეწყვიტეს. მგზავრებს მეტრო ახმეტელის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
ვაგონები დააცლევინეს სადგურის მოედანზე მყოფ მგზავრებსაც. სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული ხანძარი გახდა მეტროს მუშაობის შეჩერების მიზეზი.
მეტრო გოცირიძესთან ხიდი დაზიანებულია – რა საფრთხე ელის მასზე მოძრავ მეტროს ვაგონებს – ვიდეო

