თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ჯიხურები დაიწვა.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 5 ჯგუფი – 25 მეხანძრე მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
ქართული აზრი

