პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა რენთან მარცხის შემდეგ ამ გუნდის გულშემატკივარს თავში ხელი წამოარტყა და პოლიცია რომ არ ჩარეულიყო, მასთან ჩხუბსაც დაიწყებდა.
ეს ინციდენტი საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და ნეიმარს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარს ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს დისკვალიფიკაცია მიღებული, ამიტომ მომავალი სეზონის დასაწყისს ის გამოტოვებს.

