პსჟ-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა ვარჯიში განაახლა. ნეიმარმა ტრავმა 23 იანვარს სტრასბურგის წინააღმდეგ მიიღო და მას შემდეგ ის მოედანზე არ გამოსულა. მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ნეიმარმა სარეაბილიტაციო კურსი ბრაზილიაში გაიარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე და სავარაუდოდ ეს აპრილის შუა რიცხვებში მოხდება.
ნეიმარის გარეშე პსჟ-მ უკვე მოახერხა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, ამიტომ ნეიმარისთვის ეს სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია და ის სავარაუდოდ თავს დიდად არ დაიტვირთავს.

