მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ბარსელონასთან მატჩის წინ განაცხადა რომ ის კატალონიურ გუნდს სიურპრიზს უმზადებს. სოლსკიაერის აზრით ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ მათი დამარცხება შეიძლება:
”ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მეტოქე გავაკვირვოთ და მათ სიურპრიზი შევთავაზოთ. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება და ჩვენ არავის გვეშინია. მანჩესტერ იუნაიტედი უდიდესი ტრადიციების გუნდია”.

