მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ დარჩენილ შეხვედრებში მისმა გუნდმა 15 ქულა უნდა აიღოს, იმისთვის რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხდეს. სოლსკიაერის აზრით ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა იოლი არ იქნება:
”ჩვენს წინააღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული განწყობით და ენერგიით თამაშობს, ამიტომ ჩვენთვის რთულია სასურველი შედეგის მიღწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ. დარჩენილ 6 შეხვედრაში მინიმუმ 15 ქულა უნდა მოვიპოვოთ”.

