ქუთაისში 2 დას მანქანა დაეჯახა

ქუთაისში 2 დას მანქანა დაეჯახაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დები დაშავდნენ. გოგონებს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ისინი გზაზე გადადიოდნენ.

ავარია ირაკლი აბაშიძის გამზირზე, იუსტიციის სახლის წინ მოხდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ნიუპოსტი