რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას მამასთან ერთად ემსხვერპლა – თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა

რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას მამასთან ერთად ემსხვერპლა - თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვარუ­სე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალი გერ­მა­ნი­ა­ში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს.

55 წლის ნა­ტა­ლია ფი­ლე­ვა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია S7-ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლია, 6 ად­გი­ლი­ან კერ­ძო თვითმფრი­ნავ­ში იჯდა, რო­მე­ლიც ფრან­კფურტთან ახ­ლოს ჩა­მო­ვარ­და და აფეთ­ქდა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ბორტზე ფი­ლე­ვას მა­მაც იმ­ყო­ფე­ბო­და.

გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ცე­მა „ფორბსის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ლე­ვა 600 მლნ დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობ­და და რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­ო­თხე ად­გი­ლი ეკა­ვა.

გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად თვითმფრი­ნავ­ში­ვე და­იწ­ვა, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას კი რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა.

თვითმფრი­ნა­ვი საფ­რან­გე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ეგელსბახ­ში მიფ­რი­ნავ­და, თუმ­ცა ფრან­კფურ­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 7 კმ-ს მო­შო­რე­ბით, მინ­დორ­ში ჩა­მო­ვარ­და.

ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი­დევ ერთი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და – პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას, რომ­ლი­თაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის­კენ მი­დი­ოდ­ნენ, გზა­ზე ორი მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად „ოპელ­ში“ მჯდო­მი ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი მძი­მედ და­შავ­დნენ.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 24 წლის ბიჭი და 22 წლის გოგო არი­ან.

თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის.

ამბები