რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსის გამო დააკავეს

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსის გამო დააკავესრუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მამაკაცი გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა.

საბოლოოდ კი მამაკაცმა გოგონას ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ რაც არასრლუწლოვანის ოჯახის წევრებმა ფაქტის შესახებ შეიტყეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 30 წლის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.”

დაკავებულს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.