საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან მოხდა. ბიძგები 12:27 საათზე დაფიქსირდა და ის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ნიუპოსტი

