ტარიელ ონიანი 9 აპრილს ციხიდან გამოდის – ის შეიძლება საქართველოში გამოაძევონ

ტარიელ ონიანი 9 აპრილს ციხიდან გამოდის - ის შეიძლება საქართველოში გამოაძევონრუსული მედიის ინფორმაციით, 9 აპრილს ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი (ტარო) საპატიმროს დატოვებს.
“ტარო” 2010 წლის ივლისში მოსკოვის ხამონოვიშის სასამართლომ გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით, დამნაშავედ სცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ონიანი უკვე დიდი ხანია გამოცხადებულია ესპანეთის მიერ ძებნილი “ფულის გათეთრებისთვის” და კრიმინალური საზოგადოების ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ესპანეთში გადაყვანა ემუქრება. თუმცა, წყაროები ამბობენ, რომ “ტაროს” დეპორტაციის ადგილად საქართველო სახელდება.
არავინ უარყოფს იმას, რომ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლების შემდეგ, მისი პოზიციები ძველებურად გამყარდება და დაიწყება დიდი ბრძოლა პირველობისთვის. რაც ბევრი ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ნიუპოსტი