ტერ შტეგენმა ლივერპულთან შეხვედრებზე ისაუბრა

ტერ შტეგენმა ლივერპულთან შეხვედრებზე ისაუბრაბარსელონას მეკარემ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ლივერპულთან მომავალ შეხვედრებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მატჩები უნიკალური იქნება და მაყურებელი ნამდვილ სანახაობას იხილავს. ტერ შტეგენის აზრით ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს და ყველა შედეგი მოსალოდნელია:

”მოუთმენლად ველი ლივერპულთან მატჩებს, რადგან ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს შესანიშნავი სანახაობა შევთავაზოთ და ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. მინდა რომ ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო”. ლივერპულთან პირველი შეხვედრა 1 მაისს გაიმართება.