თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შედარებით, მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

