წყალწმინდაში ბმვ ჯერ სატვირთოს შეეჯახა, შემდეგ – ჯიპს – მძღოლი დაიღუპა

წყალწმინდაში ბმვ ჯერ სატვირთოს შეეჯახა, შემდეგ - ჯიპს - მძღოლი დაიღუპაწყალწმინდაში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა შემდეგ კი – Prado-ს მარკის ჯიპს.

BMW-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.