ვალერი ხაბურძანია – „ნამდვილად არ მეცოდება დღევანდელი ხელისუფლება, სააკაშვილის ღირსია“

ვალერი ხაბურძანია - „ნამდვილად არ მეცოდება დღევანდელი ხელისუფლება,  სააკაშვილის ღირსია“უშიშრობის ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პანკისში განვითარებულ მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ნათია თურნავა არის ჩხარტიშვილიო და 2012 წელს 27,000 ლარი მიიღო მისგან ნაციონალური მოძრაობისთვის შემოწირულობა. პანკისის მცხოვრებლები რომ საზღვარს ინარჩუნებენ (არც იცის ხეობა სად იწყება და მთავრდება), ეს მისი გეოგრაფიული აღმოჩენაა და ბოლოს, პუტინი “ამიყირავდაო”, ვინც ჟარგონში ერკვევა ე.ი. პუტინი იყო ამის “პადელნიკი” სულ მცირე ან შესტიორკა და აუყირავდა.

ადრე მე მაბრალებდა მარტო და ახლა შსს-ც დაამატა, შსს მინისტრი და უშიშროების არ დავუნიშნეო.

ნამდვილად არ მეცოდება დღევანდელი ხელისუფლება და სააკაშვილის ღირსია, მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა ასეთი, ეს ნეზალეჟნაიაში გამჩერებელი კი არის, მაგრამ არ გააჩერებენ და… წინ ვნების კვირაა და ვაი რომ ჩვენ ვნების ათწლეულები გველის“, – წერს ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში.