“სოლიდარობის ქსელი” სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოწოლის შედეგად 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე მუშას კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. პოსტში წერია, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულებას დაკარგული მუშის მეუღლე და 17 წლის შვილი ელოდებიან.
“ჩვენ ვდგავართ უბედური შემთხვევის ადგილზე, ველოდებით, რომ იპოვონ ე.ვ, გარეთ დგანან მეუღლე და 17 წლის შვილი და რამოდენიმე მუშა , უკვე 6 საათი გავიდა. ე.ვ-ს შვილი 16 წლიდან მუშაობს სამშენებლოზე, არც ხელშეკრულება აქვს, არც უკითხავთ კომპანიას რამდენი წლის არის და ორი კვირა მამა და შვილი მუშაობდნენ გადაბმულად, მხოლოდ ერთი დღე დაისვენეს ორი დღის წინ რომ აეღნიშნათ ე.ვ-ს 40 წლის დაბადების დღე”. – წერია პოსტში/
პრაიმ ტაიმი

