უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა.
„არ ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლებას რუსული პასპორტებით, უკრაინის მოქალაქეების ცდუნებაში დროის დახარჯვას“, – დაწერა ზელენსკიმ.
ეს იყო პასუხი პუტინის სიტყვებზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება გაამარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი უკრაინელებისთვის.
იმედინიუსი

