უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის სავარაუდო თარითღად 28 მაისი სახელდება. როგორც უკრაინულ მედიასთან ზელენსკის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა ინაუგურაციის სამუშაო თარიღად 28 მაისი სახელდება, იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ პრეზიდენტს აღარ ქონდეს უფლება უმაღლესი რადა დაითხოვოს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები იქნება დარჩენილი.
თუმცა РБК-Украина-ს ინფორმაციით, არის კანონმდებლობის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილება 16 დეკემბერს სრულდება, შესაბამისად პარლამენტის დათხოვნა 16 ივნისამდე იქნება შესაძლებელი,
აღსანიშნავია, რომ ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოდის უმაღლესი რადას ხელმძღვანელი ანდრეი პარუბი, მისი როლი კი ამ საკითხში გადამწყვეტია, რადგან სახელმწიფოს ახალი ხელმძღვანელის ინაუგურაციის თარიღს პარლამენტი განსაზღვრავს, თუ ამისთვის საკმარისი ხმები არ მოგროვდა, მაშინ პირადად პარლამენტის თავმჯდომარე.
ამ დროისთვის უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 98,04% დათვალა, ამომრჩეველთა 73.15%-მა მხარი ვოლოდიმირ ზელენსკის დაუჭირა, ხოლო პეტრო პოროშენკოს 24.53%-მა. არჩენები გუშინ 21 მარტს ჩატარდა.

