ზიდანი: ”რაფაელ ვარანი რეალიდან არ წავა”

ზიდანი: ”რაფაელ ვარანი რეალიდან არ წავა”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ ის თავისი წამყვანი ფეხბურთელების გაშვებას არ აპირებს და მათ შორის არის რაფაელ ვარანიც. ზიდანის თქმით ვარანზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

”რაც მედიაში იწერება, ყველაფერი ჭორია და ვარანი არსად წასვლას არ აპირებს. მან 8 წელი გაატარა რეალში და აქ ყოველთვის ბედნიერი იყო არ ვიცი მსგავსი ინფორმაცია საიდან ვრცელდება”. ვარანის რეალიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა და მის მომავალს ინგლისს უკავშირებენ.